ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის! | დღეისთვის დაანონსებული აქციები

გამოქვეყნდა:

"ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!" - კვირას 19 მაისს, 16:00 საათზე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და რუსულ კანონს გააპროტესტებენ.

"კვირას, 16:00 საათზე სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელს ჩავკიდებთ ერთმანეთს და შევქმნით ცოცხალ ჯაჭვს გამარჯვებისთვის.

არ ვშინდებით, არ ვიღლებით - ვიბრძვით.
გელოდებით აქცია-პერფომანსზე,
ჩვენი მომავლის დასაცავად!

ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.

17 საათიდან შეკრებაა დაანონსებული ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივთან. ღონისძიების ორგანიზატორები გეგმავენ  ვაჟა- ფშაველას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების და  გაგარინის მოედნის პარალიზებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი