"სანამ სამართლიანობა აღდგება, ვიდგებით ასე და როდესაც აღდგება, ის იქნება ციხეში" | პროტესტი ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად

გამოქვეყნდა:

ხმაურიანი აქცია სოფელ ბალდაში. ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად ადგილობრივების პროტესტი უკვე თვეებია გრძელდება. კანიონის ტერიტორია დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით,  40 წლიანი იჯარით  გაასხვისა.  

საქმე ეხება რუსეთში საქართველოს წარმომადგენლის, მამუკა მერკვილაძის ბიზნესს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებთან ერთად ფლობს. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს  სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კომპანიისთვის გადაცემის ბრძანება,  ისევე როგორც  მოსახლეობისგან მალულად და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ გაცემული ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება და სამშენებლო ნებართვა.

"სანამ სამართლიანობა აღდგება, ჩვენ ვიდგებით ასე და როდესაც აღდგება აქ რატომ არ ვიქნებით იცით? ის იქნება ციხეში და ეს კანიონი დაუბრუნდება ხალხს. ვიღაც მდინარიდან იპარება, ვიღაცას მანქანის საბარგულით შეაქვთ ხრეში და ასე რაღაცნაირად ცდილობენ, რომ პროვოკაციებზე წამოგვაგონ. ასევე ატყუებენ მუშებს, რომ სასამართლო ჩატარდა და გაამართლეს ეს ინვესტორი და შეუძლიათ მუშობა,რაც სიმართლეს არ  შეესაბამება. სასამართლო ჩანიშნულიც კი არ არის," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი