სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს აგრძელებენ ბათუმშიც - ისინი ამ წუთებში ბსუ-ს შენობასთან არიან შეკრებილები უცვლელი მოთხოვნით - არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! კი ევროპას!
საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, საქართველოს ჰიმნის ფონზე ახალგაზრდები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ცნობისთვის, სტუდენტების ნაწილი გაფიცულია და მოთხოვნის შესრულებამდე სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე