როგორ მუშაობს "ოცნების" სპეცრაზმი | ბოლო დღეების ყველაზე ხმაურიანი დაკავებებისა და ცემის ფაქტები

გამოქვეყნდა:

სამიზნეს შეარჩევენ, რობოკოპების კორდონიდან ჯგუფად გამოვარდებიან შავფორმიანი ნიღბიანები, შემდეგ შერჩეულ სამიზნეს გაიტაცებენ და სასტიკად უსწორდებიან - ასე მუშაობს ოცნების სპეცრაზმი. რობოკოპების კორდონს იქით მსხვერპლის შეყვანის შემდეგ,  მშვიდობიან მომიტინგეებთან სასტიკი ანგარიშსწორება იწყება. შეგნებულად ასახიჩრებენ და ურტყამენ თავისა და სახის არეში.  რატომ აკავებენ და რატომ ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე,  პასუხი მარტივია. მიზანი  - დაშინებაა, რომელიც თვეზე მეტია გრძელდება მაგრამ ოლიგარქს ვერ გამოსდის და უწყვეტ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ ვერ აჩერებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი