უბედური შემთხვევა ქუთაისში | ავტომობილით გადაადგილებისას მძღოლს გული გაუჩერდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა - შუახნის კაცი, ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ, თანმხლებ პირთან ერთად, ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გული გაუჩერდა. მანქანა კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

"ნივით" მოძრაობდა, ვიცნობთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან არის, უცებ დაჯახების ხმა შემოგვესმა და ავარია გვეგონა, რომ მივცვივდით, დავინახეთ, რომ მძღოლი გარდაცვლილი იყო და მანქანის გზის სავალი ნაწილიდან გადასვლაც მძღოლის გარდაცვალებამ გამოიწვია," - აცხადებს თვითმხილველი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი