როცა ექიმები სახლიდან გასვლის უფლებას მომცემენ, დავუბრუნდები საოკუპაციო ხაზს და პროტესტს | ქაცარავა

გამოქვეყნდა:

"რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა პრობლემები ბუნებრივია დარჩენილია, ძლიერი ტვინის შერყევაა და წოლითი რეჟიმი მაქვს გამოწერილი, ეს ჩაქცევებიც, დახრჩობის მცდელობის შედეგი სახეზეა, ესეც ჩაცხრომის გზაზეა. პირველი რასაც გავაკეთებ მას შემდეგ, რაც ექიმები მომცემენ უფლებას სახლიდან გასვლის, ბუნებრივია, დავუბრუნდები ოკუპაციის ხაზს და დავუბრუნდები პროტესტს ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ის მიმდინარეობს. ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ სრულ გამარჯვებამდე, ეს ტერორისტული რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს".

ამბობს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სპეცრაზმელების მიერ ნაცემი დავით ქაცარავა, რომელიც კლინიკას დღეს დატოვებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი