"მარში თავისუფალი ხელოვნებისთვის!" | სტუდენტები 21 მაისს, 10:00 საათზე, მსვლელობას აანონსებენ

გამოქვეყნდა:

"მარში თავისუფალი ხელოვნებისთვის!" - სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტები, 21 მაისს, 10:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან, სამივე უნივერსიტეტის გავლით, კულტურის სამინისტროსკენ "დილის მარშს" აანონსებენ

"მოგესალმებით სტუდენტებო და ხელოვანებო!

21 მაისს, 10:00 საათზე სამხატვრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტები ვაანონსებთ „დილის მარშს“ რუსთაველის მეტროდან, სამივე უნივერსიტეტის გავლით, კულტურის სამინისტროსკენ.

რუსული რეჟიმი, რომელსაც ხელისუფლება ამყარებს, გვიზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებასა და განვითარების გზებს, იქნება ეს რუსული კანონით დამყარებული ცენზურა, თუ - სხვა სადამსჯელო ღონისძიებები.

ხელოვნება არის თვითგამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა!

ხელოვნება ვერ იქნება აპოლიტიკური და არ უნდა იყოს შეზღუდული კანონით!

მოვითხოვთ რექტორების ხელმოწერების გაწვევას, რომლითაც სასწავლებელი დაუპირისპირდა სტუდენტების ნებას და უგულებელყო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს საქმიანობას!

შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში.

ვაგრძელებთ ბოიკოტს!

მოვუწოდებთ ხელოვანებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შემოგვიერთდნენ!" - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი