"ქართული ოცნება" ვეტოს დასაძლევად მზადებას იწყებს. მმართველ პარტიაში დღეს ხმამაღლა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის აკრძალვას გადალახავენ და საბოლოოდ მიიღებენ რუსულ კანონს. გადაწყვეტილება საბოლოოდ მაისის ბოლოსთვის გაფორმდება. დღესვე გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტისადმი გადაგზავნილ დოკუმენტში კონკრეტული პრობლემებიც მიუთითა. პრეზიდენტმა გვერდი აუარა თავად კანონის განხილვას და დოკუმენტში ჩამოთვალა კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებიც ირღვევა რუსული კანონის მიღებით.