მარნეულში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

გამოქვეყნდა:

მარნეულში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლო. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის მიზეზი დენის მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი თავდაპირველად სარდაფში გაჩნდა და შემდეგ პირველ სართულზე გავრცელდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება მალევე შეძლეს. 

ადგილზე მობილიზებული არიან ორი სახანძრო მანქანა, სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცავები. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი