[VIDEO] ძლიერი წვიმის შედეგად გლდანის ქუჩები დაიტბორა

გამოქვეყნდა:

ძლიერი წვიმის შედეგად, გლდანის ქუჩები დაიტბორა - სავალ ნაწილზე გადაადგილება უჭირთ ავტომობილებს. ინფორმაციასა და ვიდეომასალას მოქალაქეები ადგილიდან გვაწვდიან.

"მთელი გლდანი და მუხიანი დატბორილია... ამ წუთას მერვე მიკროში ვარ უკვე იგივე მდგომარეობაა. გლდანის ყველა მიკრორაიონი დატბორილია, ახმეტელის მეტროსთან ყველა მიწისქვეშაც დაიტბორა", - გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ასევე, ადგილობრივები ამბობენ, რომ დატბორილია ხიზანიშვილისა და ქერჩის ქუჩები, ასევე, გლდანისხევი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი