არა რუსულ კანონს, არა ცენზურას | კონსერვატორიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მსვლელობას მართავენ

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს, არა ცენზურას" - კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას აწყობენ. ისინი ამ წუთებში კულტურის სამინისტროსთან მიდიან.

"ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს და რუსულ რეჟიმს. ჩვენ, ხელოვანი ხალხი, მოვითხოვთ თავისუფლებას, არ გვინდა ჩარჩოებში ჩაჯდომა, არ გვინდა ცენზურა, არ გვინდა რუსული ცენზურა, რომელიც ჩვენ კარიერას ხელს შეუშლის და მომავალს გაანადგურებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი უნივერსიტეტების რექტორების განცხადებას და მოვითხოვთ, გაიწვიონ ხელმოწერა", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღეს თბილისში კიდევ ორი აქციაა დაგეგმილი:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი