სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოკითხვები მაგისტრმა მოსამართლეებმა დაიწყეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, აქტივისტი, საბა სხვიტარიძე დღეს საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
პარალელურად, საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართრალდარვევებზე ჩანიშნული პროცესების ნაწილი დასრულდა და 2000-2000 ლარით დააჯრიმეს ის პირები, რომლებიც პოლიციამ აქციების დროს დააკავა, თან სცემა და თან დანაშუალის ჩადენა დააბრალა.
"ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი კითხვები ჰქონდათ, ეს ემსახურება რეალურად დაშინებას, რომ ხალხი პროტესტზე აღარ მივიდეს და სამოქალაქო აქტივისტები ესე დააკავონ და ყოველდღიურად, აი როგორც მოგეხსენებათ, გუშინაც მქონდა ჩანიშნული სასამართლო ადმინისტრაციულ სარჩელზე, დღეს ამ საქმეზე მქონდა და მოკლედ ესე ყოველდღიურად დროს გვიწელავენ და დროს გვახარჯვინებენ," - განაცხადა სხვიტარიძემ.
გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთი მუხლი შენობის პიკეტირებას გულისხმობს. ადვოკატის განცხადებით, დასმული კითხვებიდან გამომდინარე მიზანი ხალხის დაშინებაა, რომ მათ აღარ მიიღონ პროტესტში მონაწილეობა. ეს არის მხოლოდ მუქარა და მისივე თქმით ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.