"ტვინის შერყევა არ მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო აქტიური, მხედველობა დაქვეითებული მაქვს... სასწრაფოდ უნდა ჩავდგე მწყობრში" | დავით ქაცარავა

გამოქვეყნდა:

"ტვინის შერყევა არ მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო აქტიური, მხედველობა დაქვეითებული მაქვს... სასწრაფოდ უნდა ჩავდგე მწყობრში," - ამის შესახებ მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" განაცხადა და პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გამოეხმაურა.

"ჩემი მდგომარეობა, ფიზიკურად, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ არის იმდენად დამაკმაყოფილებელი, რომ მე შევძლო აქტიურად გადაადგილება. უმძიმესი ტვინის შერყევა მაქვს, რომელიც არ მაძლევს საშუალებას ვიყო აქტიური და სახლის პერიმეტრზე გადაადგილებას ვახერხებ ჯერ-ჯერობით. ნუ, მხედველობა დაქვეითებული მაქვს, დამტვრეული ძვლები გადიან შეხორცების თავის ბუნებრივ პერიოდს და დიდი იმედი მაქვს, რომ რეაბილიტაცია ჩაივლის სწრაფად, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ სასწრაფოდ უნდა ჩადგე მწყობრში, რომ გამოვიდე როგორც ოკუპაციის ხაზთან, ასევე  შევუერთდე პროტესტანტებს, მომიტინგეებს ქუჩებში. ვინაიდან ეს ბრძოლა რომელიც ახლა მიმდინარეობს საჭიროებს ყოველი ჩვენგანის ჩართულობას და ფიზიკურად ქუჩაში ბრძოლას, იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს ბრძოლას...", - განაცხადა გაცარავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ძალოვანი სტრუქტურების მიერ მისი ცემა იყო შეკვეთა და წინასწარ მოფიქრებული.

"ეს ცალსახად იყო შეკვეთილი რაღაც ეგზეკუცია, რომელიც იყო დაგეგმილი და რომელიც, ვფიქრობ, წინ და წინ იყო მოფიქრებული, ვინაიდან ის ფიზიკურად ვერ დაუკავშირდება ჩემ მიმართვას ე.წ ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, რომელსაც ვახორციელებდი და ეს ჩანაწერი ყველგან დატრიალდა და ყველამ მოისმინა, რომ არანაირი შეურაცხმყოფელი მიმართვა იქ არ ყოფილა პირიქით იყო, რომ დღე ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად, მაშინ, როდესაც 40 კმ-ში დგანან რუსული ჯარები, პოლიციელები არ უნდა ემსახურებოდნენ რუსულ ძალას.

[...]

ეს ცალსახად არის დაკვეთა, რადგან ის მესიჯები რაც გამიჟღერეს მე ე.წ დასჯის პერიოდში, რომ აი რა გინდა რატომ დადიხარ ოკუპაციის ხაზზე, რუსებს რატომ აღიზიანებ. ამას გეუბნებიან ის ადამიანები, რომლებიც წესით უნდა იცავდნენ ოკუპაციის ხაზს, უნდა იდგნენ იქ დღე და ღამე და რომლებიც უნდა იცავდნენ მოსახლეობას და რომლებიც სინამდვილეში ამას ნამდვილად არ აკეთებენ და გაცილებით დიდი ენთუზიაზმით არბევენ მოსახლეობას, ვიდრე იცავენ საკუთარ თანამოქალაქეებს რუსული ინტერვენციისგან და რუსი ორკებისგან", - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავას პირველი სკოლის წინ გდდ-ის წარმომადგენლებმა რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლის დროს სცემეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი