რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მიკროავტობუსი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზე მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.