"თავისუფლების მარში" ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად | თბილისში ხვალ შსს-ს მიმართულებით მსვლელობა გაიმართება

გამოქვეყნდა:

თავისუფლების მარში საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის მთავარი შემაფერხებელია ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მოქალაქეები ისევ ქუჩაში გამოდიან. შეკრება ხვალ, საღამოს 7 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება, საიდანაც პროტესტის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მსვლელობით დაიძვრებიან.  გომელაურის უწყება საგანგებოდ არის შერჩეული. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციებზე გამოსული ადამიანების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შეწყვეტა იქნება. აქციის მონაწილეები ძალოვნებს საკუთარ მოვალეობას შეახსენებენ, რომ ისინი არა ოლიგარქის, არამედ საქართველოს მოქალაქეების მსახურები არიან.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი