მარშის მონაწილეების ნაწილი შსს-სთან მივიდა | მობილიზებულია პოლიცია

გამოქვეყნდა:

შსს-სთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. მსვლელობის მონაწილეები ორთაჭალაში, გომელაურის უწყებასთან წუთი წუთზე იქნებიან. რუსული კანონისა და რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების წინააღმდეგ, დღეს თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური დემონსტრაცია იმართება - "მარში თავისუფლებისთვის" - მონაწილეებმა თავისუფლების მოედნიდან დაიწყეს მსვლელობა. 

შსს-სთან კი ისინი გააპროტესტებენ გომელაურის უწყების წარმომადგენლების მხრიდან, აქციის მონაწილეებზე ძალადობას. ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქციებზე დაკავებულებსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი