ქართული განათლება საფრთხეშია - ამ სლოგანით დედაქალაქის ცენტრში დღეს პროფესორ- მასწავლებლების მარში გაიმართება. პედაგოგები ვაკის პარკში 5 საათზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით გადაინაცვლებენ. მარშის საბოლოო დანიშნულების ადგილი კი გმირთა მოედანი იქნება.