მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა! | 26 მაისს დაგეგმილი მსვლელობები

გამოქვეყნდა:

მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა! - დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში თავისუფლების მარში გაიმართება, რომლის მონაწილეებიც საღამოს 19 საათიდან ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და სიმბოლურად, ისე როგორც 1919 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ვაკის პარკისკენ მსვლელობას მოაწყობენ. 

"26 მაისი, 19 საათი, ვიკრიბებით ფილარმონიასთან და მარშით გავემართებით ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკისკენ.
1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
1919 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, მარში თანამედროვე ჭავჭავაძის გამზირით ვაკის პარკის ტეროტორიისკენ გაემართა. ჩვენც ამ გზას გავივლით." ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კიდევ ერთი ღონისძიება 18 საათზეა დაგეგმილი. სკოლის მოსწავლეები განათლების სამინისტროდან ფილარმონიის მიმართულებით მარშის გამართვას გეგმავენ:

"მოსწავლეები ისევ გამოვდივართ ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად! არ ვაპირებთ გაჩერებას და ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის უბრძოლველად ჩაბარებას!. 26 მაისს ველოდებით სკოლის მოსწავლეებს თბილისის მაშტაბით და ვატარებთ მშვიდობიან მარშს. შევიკრიბებით 18:00 განათლების სამინისტროსთან. მზად ვართ, დავუმტკიცოთ ყველა იმ ადამიანს საპირისპირო ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავალზე ფიქრი არასრულწლოვნების საქმე არ არის. მოსწავლეებო! წინ ევროპისკენ! არა რუსულ კანონს!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი