26 მაისს, 21:00 საათზე, ორბელიანების სასახლის წინ იგეგმება პრეზიდენტის მიმართვა და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი კონცერტი | ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 26 მაისს, ორბელიანების სასახლის წინ,  21:00 საათზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა  და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო კონცერტი.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრე კორსანტია, გიორგი გიგაშვილი, ანსამბლი "შავნაბადა", სუხიშვილები, ლიზი რამიშვილი, მარიამ ქირია, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - კახი სოლომნიშვილი.

შეგახსენებთ, საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას 26 მაისს კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი