შემოწმებულია: გამოვლენილია 8 ყალბი ფეისბუქ გვერდი | მიზანი, პირადი მონაცემების შეგროვება ფინანსურ თაღლითობაში ჩასართავად

გამოქვეყნდა:

თაღლითობა მედიების სახელით - რა სქემით მუშაობენ ყალბი ფეისბუქ-გვერდები? "მითების დეტექტორმა" 8 ასეთი ფეისბუქ გვერდი გამოავლინა. ყალბი გვერდი ლინკზე გადასვლას გთავაზობთ, სადაც გამოქვეყნებული ყველა ინფორმაცია და სტატია ყალბია. მეტი დამაჯერებლობისა და სანდოობის გაზრდისთვის, გვერდის შემქმნელები ხშირად იყენებენ  საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ინტერვიუებსა და პოლიტიკოსების ფოტოებს. სიყალბე და არაპროფესიონალიზმი მარტივად მისახვედრია, რადგან გამოქვეყნებული სტატიები სტილისტურად და გრამატიკულად გაუმართავია. ინტერვიუებიც მოგონილია. ამ ფეისბუქ გვერდების საბოლოო მიზანი საზოგადოების  მოწყვლადი ჯგუფის პირადი მონაცემების შეგროვებაა, იმისათვის რომ შემდეგ მოქალაქეები ფინანსურ თაღლითობაში ჩაერთონ. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი