"ოცნების" რუსული კანონი ფინეთში მცხოვრებმა ქართველებმაც გააპროტესტეს. ჰელსინკის ცენტრში, საქართველოს საელჩოსთან მათ აქცია გამართეს და მხარი დაუჭირეს საქართველოში მიმდინარე თითქმის 2-თვიან უწყვეტ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.
საქართველოს დროშებითა და ანტირუსული შინაარსის წარწერებიანი ბანერებით, ემიგრანტებმა თანამემამულეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.