
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სოციალურ ქსელში ფიშერი წერს, რომ გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინცთავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია.
"გულთბილად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობა და დემოკრატია ისტორიული აქტით. მაშინ, ისევე, როგორც ახლა გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია," - წერს X-ზე ფიშერი.