
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ძვირფასო ქართველო კოლეგებო და მეგობრებო, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია!" - წერს კუბერნატი X-ზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თავად ჩეხეთის საელჩოც:
"ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოსა და ყველა ჩვენს ქართველ კოლეგასა და მეგობარს. გაგიმარჯოს საქართველო."