ძლიერი წვიმისა და ნალექის შედეგად, კახეთში რამდენიმე მდინარე ადიდდა | დაიტბორა მიწის ნაკვეთები და ვენახები

გამოქვეყნდა:

სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმისა და ნალექის შედეგად, რამდენიმე მდინარე ადიდდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ჭიჭაყვი და სტორი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ფშაველში. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ვენახები.

ადგილზე გარკვეული ტექნიკა მუშაობს. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არაა სათავე- ნაგებობის გასაწმენდად. მათი თქმით, მძიმე ტექნიკის მობილიზების გარეშე, წყლის ნაკადს ვერ შეწყვეტენ. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი