დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა. რეკრუტთა პირადმა შემადგენლობამ სამშობლოსა და ერის წინაშე საზეიმოდ დადო ფიცი, რითიც ოფიციალურად შეუერთდა საქართველოს თავდაცვის ძალებს.
მედიის წარმომადგენლები, რომლებიც თავისუფლების მოედანზე დილიდან იმყოფებიან ცდილობდნენ პოლიტიკოსებისგან კითხვებზე პასუხების მიღებას. კრიტიკულ მედიას კითხვების თავისუფლად დასმის საშუალება არ მიეცა - ჟურნალისტები მედიისთვის ცალკე გამოყოფილ სივრცეში იმყოფებოდნენ და მისი დატოვების უფლება არ ეძლეოდათ.
მიუხედავად ამისა, სამთავრობო მედიის წარმომადგენლები ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრაობდნენ და მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან კომენტარებს იღებდნენ.