
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ქართულ ენაზე ავრცელებს.
"გულთბილად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დაე, კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ხალხების ძმური კავშირები და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც სომხეთს, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას კეთილდღეობას მოუტანს," - წერს უწყება X-ზე.