"არხები არის გასაწმენდი, არავინ ყურადღებას არ იჩენს, ხალხს სახლებში შეუვარდა წყალი" | სტიქია წეროვანში

გამოქვეყნდა:

სტიქია წეროვანში - ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად, დევნილთა დასახლება დაიტბორა. წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებში. დატბორილია ეზოები, გზები და სავარგულები.

ადგილობრივების თქმით, წყლის დაგუბება, სავარაუდოდ, სანიაღვრე არხების გაუწმენდავობამ გამოიწვია. ისინი დახმარებას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

"ხალხმა მიმართა მთავრობას, გამგეობას, რომ დაგვეხმარეთ რაიმეთიო. არხები არის გასაწმენდი. დაიტბორა, გადმოვიდა. არავინ ყურადღებას საერთოდ არ იჩენს და არ აქცევს. ეს მოხდა დაახლოებით 10-12 წლის უკანაც და ზომები არაფერი არ მიუღიათ, რომ გაეკეთებინათ. სულ ასე ხდება, დაასახლეს ხალხი ჭაობიან ადგილას და უყურებენ ეხლა შორიდან. იმის მაგივრად, რომ მოვიდნენ. ხალხს სახლებში შეუვარდა წყალი და რაც შეიძინეს და იწვალეს, ყველაფერი ჩაეყარათ წყალში," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დევნილთა დასახლების კიდევ ერთი მცხოვრები "მთავართან" ამბობს, რომ დილის 9 საათზე 112-შიც დარეკა, თუმცა უშედეგოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი