"[წყლის დონეს] კლება აქვს დაწყებული, ხორციელდება მონიტორინგი" | გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე ვერეზე

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ვერეს ხეობაში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა." როგორც ამ ინფორმაციის საპასუხოდ "მთავარი არხის" ვებგვერდს გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, წყლის დონე მომატებული იყო, თუმცა, ახლა კლება აქვს დაწყებული. სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ სადგური კონტროლდება და მონიტორინგი ხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება.

გასული დღეების განმავლობაში  ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე  წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდ. ვერეზე.

გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ- ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ -ს მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება. 

დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის, - დაწერა მოგვიანებით სააგენტომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი