დუშეთის მოსახლეობა ქართული ოცნების კოორდინატორს გაზის მილების ქურდობაში ადანაშაულებს. სოფელი ყვავილი უკვე რამდენიმე წელია ხელისუფლებას სოფელში გაზის შეყვანას სთხოვს. "ოცნებამ" მილების შესაძენად ათასობით ლარი დახარჯა, თუმცა მოთხოვნა მაინც ვერ შესრულდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაზიფიცირებისთვის შეძენილი მილები "ოცნების" ადგილობრივმა კოორდინატორმა მიითვისა, თუმცა პასუხს მას არავინ სთხოვს:
ოცნება წინასაარჩევნოდ საკუთარ კოორდინატორს მფარველობს. მათ იციან, რომ მილები მოპარულია, მაგრამ არავინ ხმას არ იღებს - ამბობს ადგილობრივი "მთავართან" საუბარში.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის ბრალდებებს არ პასუხობენ.