1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხდებამდე 1 წლით ადრე თბილისში შეიკრიბა საქართველოში არსებული ყველა ქართული პოლიტიკური პარტია და საერთო ყრილობაზე გადაწყვიტეს, რომ შეემუშავებინათ მომავალი სამოქმედო გეგმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ამ პროცესს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველმა თავადაზნაურობამ, მათმა ლიდერმა კოტე-აფხაზმა, ქართველ თავადაზნაურთა ქონება, რომელიც რამდენიმე მილიონი მანეთის ღირებულების იყო, მთლიანად გადაეცა ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს და ქვეყნის მშენებლობის პროცესს. ასე ჩაერთნენ მდიდარი ადამიანები საქართველოს თავისუფლებისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრში აღდგა რუსების მიერ გაუქმებული ქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და რუსების მიერ აკრძალული მსახურება და წირვა-ლოცვა ქართულ ტაძრებში ქართულად დაბრუნდა.