
ამერიკული სამხედრო ავიაციის საწყისები, სადაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი ქართველს უკავია. ალექსანდრე ქართველი, იგივე ქართველიშვილი ამერიკული სამხედრო ავიაციის პიონერი და გენიოსი იყო. მისი კონსტრუქციის შექმნილი ა-10, იგივე თანდერბოლტ 2 დღემდე ნატოს შეიარაღებაში რჩება, გენიალური კონსტრუქტორის გარდაცვალებიდან ლამის ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი.
თუნდერბოლტ ერთი კი, რომლის ავტორიც ასევე ალექსანდრე ქართველი იყო - გარდამხტეხი იარაღი იყო პერლ ჰარბორის შემდეგ, ის 15 000 ცალი გამოუშვეს და ამერიკელ მფრინავებში განთქმული იყო როგორც ყველაზე საიმედო ლითონის ჩიტი, რომელსაც ოდესმე ჰაერში უფრენია.
არადა ალექსანდრე ქართველის ისტორია თბილისიდან იწყება, საიდანაც ნიჭიერი ახლაგზარდა დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობამ სასწავლებლად პარიზში გაუშვა. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ის დედასთან ერთად პარიზში დარჩა. ნიჭიერი კონსტრუქტორი თავის გადასარჩენად რას აღარ აკეთებდა, მაგრამ განგებამ ის ისევ ავიაციას დაუბრუნა და ამერიკული ოცნების ასრულებაც ჰაერიდან დაიწყო.
ავტორი: რუსკა გიორგაძე