"ქართველი ხალხი არ დათმობს ძნელად მოპოვებულ თავისუფლებას! ჩემი მოვალეობაა, ძალისხმევა არ დავიშურო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართველი ხალხი არ დათმობს ძნელად მოპოვებულ თავისუფლებას! ჩემი მოვალეობაა, ძალისხმევა არ დავიშურო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

"მისი [ქვეყნის] დამოუკიდებლობის დღეს, დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს: ქართველი ხალხი არ დაუშვებს წარსულში დაბრუნებას და არ დათმობს ძნელად მოპოვებულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას!

მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა, ძალისხმევა არ დავიშურო ჩვენი დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის. მე ეს პირობა მივეცი ჩემს თავს საქართველოში ჩასვლამდე და ეს არის პირობა, რომელიც მე დავდე კონსტიტუციაზე ფიცის დადებისას. ჩემი მოვალეობაა, ძალისხმევა არ დავიშურო ჩვენი დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის

ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი გათავისუფლებული მეხსიერებით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბჭოთა წარსულის ჩრდილები აღარასოდეს გადაგვეფაროს.  მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებას და დამოუკიდებელ გონებას შეუძლია დაიცვას ჩვენი მომავალი, გაათავისუფლოს იძულებისა და შიშისგან - დამოუკიდებელი ერის დამოუკიდებელი ხალხი!

ჩვენი დამოუკიდებლობისა და მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცების ერთადერთი გზა ევროპული გზაა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს!" - წერს ზურაბიშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი