"მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა" | საპროტესტო მარში ფილარმონიიდან ვაკის პარკის მიმართულებით

გამოქვეყნდა:

"მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა" - ამ სახელწოდებით საპროტესტო მარში თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ იწყება. მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები და პროფესორ-მასწავლებლები. ადგილზე იკრიბებიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. 

საპროტესტო მარშის მონაწილეები მსვლელობით ვაკის პარკში წავლენ. ეს სწორედ ის მარშრუტია, რომელიც 105 წლის წინ, სტუდენტებმა დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერიდან წლის შემდეგ გაიარეს. 

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რუსულ კანონს და ყველაფერს რუსულს და ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი