
კანონი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზირებას ახდენს, აბსოლუტურად არ ჭირდება ჩვენს ქვეყანას - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესმენი, კომპანია „დიოს“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი თამაზ დაუშვილი რუსულ კანონთან დაკავშირებით.
ბიზნესმენი პირდაპირ წერს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს და ის არც გადაკეთებას და არც გადავადებას არ ექვემდებარება:
"კანონი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზირებას ახდენს, აბსოლუტურად არ ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩემი აზრით, იგი არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება. იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რითმს. მოვუწოდებ და უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ვის ხელშიც არის ამ საკითხის მოგვარება, კიდევ ერთხელ გაანალიზოთ, თუ რამდენად სერიოზულად არის საქმე და იხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამას ელის თქვენგან ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი სამშობლო გააგრძელებს ევროპისკენ სვლას." წერს თამაზ დაუშვილი.