არა რუსულ კანონს! | აქცია ზუგდიდში

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! - ზუგდიდის მერიასთან რუსული კანონისა და რუსეთის მოკავშირე ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მომავალს განაჩენი გამოუტანა და იმ დროს, როცა დეპუტატების უმრავლესობის შვილები განათლებას ევროპასა და შეერთებულ შტატებში იღებენ და უძრავი ქონებაც იქ აქვთ, აინტერესებთ, რატომ არ აძლევენ ამის შესაძლებლობას ქართველ ხალხს.

ისინი აშშ-სა და ევროპას მოუწოდებენ, დროულად დაასანქცირონ "ოცნების" ხელისუფლების წევრები. 

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლის წინ მდებარე შადრევანი წითლად შეღებეს როგორც დღევანდელი ხელისუფლებისა და რუსეთის სიმბოლო. 

 

ავტორი: ემა გოგოხია

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი