
პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. დასასრულს აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს.
შეგახსენებთ, რომ აქცია პარლამენტთან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის დადებული ვეტოს დაძლევის შემდეგ აქციის მონაწილეები ჯერ რუსთაველის გამზირზე იყვნენ, რის შემდეგაც მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შემდეგ კი "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს. ამ დროისთვის ისინი სანაპიროზე იმყოფებიან.
ფოტო: ipn