ხალხის პროტესტი „ოცნებას“ | ქიქოძის ქუჩის მარკეტი დღეს მოქალაქეების სოლიდარობის ადგილია

გამოქვეყნდა:

კი დაიბნა, მაგრამ რამე ახალი აზრი თუ გაიყოლა აქედან...ყველაზე დიდი მონაპოვარი და ბედნიერების შეგრძნება, ჰორმონი გამომუშავდება, როცა თანამოაზრე ადამიანს ხედავ - ამბობს მარკეტ "მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი მეპატრონე, რომელმაც რუსული კანონის მიმღებ "ოცნების" დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს დღეს პირდაპირ უთხრა, რომ რუსული კანონის მხარდაჭერით, "ოცნებამ" ქვეყანას მომავალი წაართვა.

ყველაფერი კი გუშინ დაიწყო, როცა პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, ვიქტორ ჯაფარიძეს ქუჩაში ერთ- ერთმა მოქალაქემ მონა დაუძახა და პროტესტი ჟესტით გამოხატა. უმრავლესობის წევრი კი  მანქანიდან გადმოვიდა, იქვე მდებარე მაღაზიიდან ფორთოხლები დაიტაცა და მოქალაქეს გაეკიდა.

მას შემდეგ რაც ვიდეო, სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიქტორ ჯაფარიძე, დღეს მაღაზიაში, ფორთოხლის საფასურის გადასახდელად მივიდა. თუმცა სავაჭრო ობიექტის მეპატრონეებისგან მიიღო პასუხი, რომ ფორთოხლები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მან და მისმა თანაპარტიელებმა ქვეყანას წაართვეს.

რაც შეეხება ბიჭს, რომელიც ჯაფარიძის მანქანას მისდევდა, ის "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ, გაბრაზებული იყო და ამ ფორმით გამოხატა საკუთარი პროტესტი:

"დავიწყე ტექსტის სკანდირება, რომ არა რუსულ რეჟიმს, გაიქეცით ბიძინასთან ერთად მოსკოვში,. გამოაღო ვიქტორ ჯაფარიძემ კარი და იმანაც შემაგინა და ეს გახდა ინდიკატორი, რომ მეგინებინა. მერე კომიკური სიტუაცია დაიწყო იმ მხრივ, რომ რომ გადმოვიდა დეპუტატი და ფიზიკურად იწევდა ჩემზე, ან მეც იგივეთი უნდა მეპასუხა, რაც ჩემ დაპატიმრებას გამოიწვევდა, მის შემთხვევაში კი არაფერს...ის მიიღო, რაც მიიღო. დავცინოდი და კიდე ვაგინებდი...გადმოხტა, აიღო ფორთოხალი და ააცილა. ეგეც არ გამოუვიდა" ამბობს მოქალაქე.  

ქიქოძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია დღეს მოქალაქეების სოლიდარობის ადგილი იყო და  ყველა მადლობას უხდიდა მაღაზიის მეპატრონე ცოლ- ქმარს სწორი პოზიციისთვის.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი