რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, ოლიგარქის ხელისუფლების კიდევ ერთი კრემლისტური განაცხადი და ღია სიგნალი ქვეყნის მოკავშირეებისთვის. ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ქვეყნის საგარეო ვექტორს საბოლოოდ ცვლის. ცნობილი ხდება, რომ ანაკლიის სტრატეგიული პროექტი "ქართულმა ოცნებამ" ჩინეთს ჩააბარა. ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკული ინვესტიციების ნაცვლად, ახლა იმ კონსორციუმმა უნდა ააშენოს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე არასაიმედო რეპუტაციით სარგებლობს. კორუფციული სკანდალების ფიგურანტი კომპანია უკვე 4 წელია შეერთებული შტატების მიერაა დასანქციირებული.