პარლამენტში მისულ ჯანდაცვის მინისტრს ონკოპაციენტები საპროტესტო აქციით ხვდებიან. ისინი უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ელოდებიან ხელისუფლებისგან პასუხს, დააფინანსებს თუ არა საჭირო მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ პირისპირ, მარტო დატოვებს ძვირადღირებული მკურნალობის წინაშე. პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დეფიციტურია საჭირო მედიკამენტებიც. მათივე თქმით, ბოლო თვეებში გამართული არაერთი შეხვედრისა და დაპირების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს.
მიხეილ სარჯველაძე საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის.