ავტოსაგზაო შემთხვევა ბელიაშვილზე | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სავარაუდოდ 2 ავტომანქანა შეეჯახა. მათგან ერთი ტაქსია. "მთავარი არხის" ვებგვერდისთვის მიწოდებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაზიანებული მანქანებიდან ადამიანების გადმოსაყვანად სამაშველო დახმარება გახდა საჭირო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი