გაფრთხილება ამინდზე: უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარი

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში , ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი