ბოლო 20 დღეა, ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურში ხანძრის შესახებ ცრუ შეტყობინებები შედის

გამოქვეყნდა:

ბოლო 20 დღეა, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებიდან, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, ხანძრის შესახებ ცრუ შეტყობინებები შედის. 

როგორც ცნობილია, მანამდე ზარები კვირაში დაახლოებით 2-3-ჯერ შედიოდა. ზარის ავტორები ყოველ ჯერზე სხვადასხვა კორპუსის ნომერს უთითებენ და ამბობენ, რომ ალმოდებულ ბინაში ბავშვები ან მოხუცები არიან დარჩენილები. 

ადგილზე ახლაც მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, წყლის ჭავლის მანქანები და პოლიცია. ზარის ავტორი, ამ დროისთვის, იდენტიფიცირებული არ არის, შესაბამისად დაუდგენელია არის თუ არა ზარების ავტორი ერთი ან რამდენიმე სხვადასხვა პიროვნება. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი