ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე, რუსებმა სპექტაკლები დადგეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე, რუსებმა სპექტაკლები დადგეს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AJARTIMES.GE ავრცელებს და წერს, რომ რუსებმა ”ჰამლეტის” ბილეთები ონლაინ გაყიდეს და სპექტაკლებს მხოლოდ ისინი ესწრებოდნენ.

გამოცემამ ამ ფაქტის ამსახველი ფოტოებიც მოიპოვა:

“სცენა იჯარით ქართველზე გავეცი,”- ამბობს მათთან საუბრისას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი.

“ორჯერ, ჯამში, 1000 ლარად გავაქირავეთ სცენა, ხელშეკრულებაში არ ეწერა რა შინაარსის სპექტაკლი დაიდგმებოდა და ვის მიერ. გიმეორებთ, ქართველთან გაფორმდა ხელშეკრუკრულება. მართალია საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ, მაგრამ ჩვენი შემოსავლები დარბაზის გაქირავებითაც განისაზღვრება,” - აღნიშნა "აჭარა თაიმსთან" საუბრისას თამარ მესხიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი