
ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება. რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. ახალგაზრდები აქტიურობას არ წყვეტენ და კვლავ გამოდიან ქუჩებში რუსული კანონისა და ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ.
ამ წუთებში რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები რუსთაველის გამზირიდან მშვიდობის ხიდისკენ მიემართებიან. მათი თქმით, დანებებას არ აპირებენ და "ოცნების" რუსული რეჟიმის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ავტორი: დავით კობიძე