რუსთავში ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსთავში, მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის კვეთაზე, ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდაპირველად ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ინერციით გაჩერებულ სხვა ავტომობილებს დაეჯახა.

შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი