უხამსი და მუქარისშემცველი წარწერები ბათუმში | "ოცნებამ" აღიარა, რომ მოძალადეებს მფარველობს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, დაუდგენელმა პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების საცხოვრებელ სახლებთან და პოლიტიკური პარტიების ოფისებთან მუქარის შემცველი წარწერები გააკეთეს.  ერთ-ერთი ასეთი წარწერა დაუტოვეს ორგანიზაცია "მწვანე სექტორის" დამფუძნებელს საცხოვრებელ სახლთან, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. სამართალდამცავებს კი ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

უხამსი და მუქარისშემცველი წარწერები რომ "ოცნების" მითითებით კეთდება, ამას აღიარებს მისივე დეპუტატი, დიტო სამხარაძე. მან ფეისბუქზე პოსტი და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ აკეთებენ წარწერებს და როგორ ემუქრებიან რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი