
"გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - "ექსპო ჯორჯიაში" წიგნის ფესტივალზე ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო პერფორმანსი გამართეს.
მწერლები, გამომცემლები და მთარგმნელები წიგნის ფესტივალის სცენაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით ავიდნენ და ბანერებით წინააღმდეგობა გამოუცხადეს რუსული პოლიტიკის გამტარებელ ხელისუფლებას. მწერლების განცხადებით, ეს ფესტივალი გახდა მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა გადაურჩეს ქვეყანა რუსულ რეპრესიებს, ეს გზა არის დახმარება დასავლელი პარტნიორებისგან.
"ჩვენ არ ვემორჩილებით რუსულ კანონებს, არ დავემორჩილებით, ეს ქვეყანა არ იქნება მორჩილებაში, არცერთი დიქტატურის მიმართ. ძირს ყველა დიქტატორი! ძირს ყველა ვინც შეეცდება ამ ქვეყანაში, თავისუფლების, თავისუფალი ქართველი მოქალაქეების დამორჩილებას!" - განაცხადა სცენიდან მწერალმა ტორესა მოსიმ.
შეგახსენებთ, რომ წიგნის ფესტივალი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლი გახდა. სამინისტრომ ფესტივალს დაფინანსება მოულოდნელად შეუწყვიტა. ფესტივალი აშშ-ის საელჩომ თბილისში და კერძო დამფინანსებლებმა გადაარჩინეს.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი