
ნინო წილოსანის ჩელენჯი და Gen-Z ის პასუხი ოცნების დეპუტატს. ყველაფერი დეპუტატის მწვანე პიჯაკით დაიწყო, რომლითაც ის სხდომათა დარბაზში გამოჩნდა. გაირკვა რომ პიჯაკი დიზაინერ გიორგი ქებურიას ეკუთვნის. ახალგაზრდა დიზაინერმა ოცნების დეპუტატი საჯაროდ გააკრიტიკა. წილოსანმა კი ამ პასუხის განეიტრალება ე.წ. ჩელენჯის. ანუ გამოწვევის წამოწყებით სცადა. პირობა ასეთი იყო - ვინც ყველაზე კრეატიულ ვიდეოს ჩაწერდა, იმას მწვანე პიჯაკს აჩუქებდა. ჩელენჯი სოციალურ ქსელ ტიკტოკში აიტაცეს, თუმცა ამ ჩელენჯმა დაადასტურა ის, რომ საზოგადოების "ოცნებას" საერთოდ არ ესმის და ჯენზის ფეხი საერთოდ ვერ აუწყვეს.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე