
პროტესტი რუსულ რეჟიმს და სოლიდარობა ყველას, ვისაც ხელისუფლება რეპრესიებით დევნის - დღეს, საღამოს 21 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო მარათონი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსები მიიღებენ.
მუსიკოსები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, უსამართლოდ დაჯარიმებული მოქალაქეების დასახმარებლად ერთიანდებიან.
აქცია-კონცერტზე იმღერებენ:
უკვე მოქმედებს ანგარიშის ნომრები, სადაც მსურველებს ნებისმიერი ოდენობის თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
TBC
For GEL: #GE41TB7249036080100001
For USD/EUR: #GE85TB7249036180100001
BOG
#GE90BG0000000595714311
Recipient: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI
Description: Donation
PayPal: protection@hrht.ge
ცნობისთვის, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, მოსამართლეები პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ანტირუსული აქციების მონაწილეებს კოლოსალური რაოდენობის თანხებით აჯარიმებენ.
გარდა ამისა დღეს, 2 ივნისს 18 საათზე დაანონსებულია მარში დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სახელწოდებით - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".
მსვლელობა ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოეწყობა.

"არა რუსულ რეჟიმს" - ამ სახელწოდების აქცია-კონცერტი გაიმართება ქუთაისშიც. "დაფიონის" ორგანიზებით, 19:00 საათიდან ცენტრალურ მოედანზე ქართველი მუსიკოსები, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მათივე საბრძოლო იარაღით - მუსიკით.
მონაწილეები:
Outsider
SKAZZ
ბაჩო ჯიქიძე
Will Kolak
Stress
See Me
გერჩი
Luie