ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ქართველი მუსიკოსები აქცია-კონცერტს გამართავენ ქუთაისშიც. აქციის მონაწილეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 19:00 საათიდან შეიკრიბებიან. ორგანიზატორები ამბობენ, რომ რუსეთში ცხოვრება არ სურთ, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ევროკავშირისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
დღესვე, 21:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართება თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე.